ფეხბურთი

15:06 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ლიონი” ლიდერს 3 კვირით მოისაკლისებს

საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ლიონის “ოლიმპიკის” თავდამსხმელი ალექსანდრე ლაკაზეტი გუნდს 3 კვირის განმავლობაში დააკლდება. “მეცის” წინააღმდეგ ლიგა 1-ის 22-ე ტურის მატჩის დროს ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო და 34-ე წუთზე შესაცვლელი გახდა. როგორც სამედიცინო გამოკვლევამ ცხადჰყო, ფრანგმა ბარძაყის კუნთის დაზიანება მიიღო.

ლაკაზეტიმ “მეცის” წინააღმდეგ 31-ე წუთზე პენალტის რეალიზება მოახდინა და მალევე ტრავმაც მიიღო. 23 წლის ფეხბურთელი “ლიონისთვის” მნიშვნელოვანი დანაკლისია.

ალექსანდრემ საფრანგეთის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 22-ვე მატჩში მიიღო მონაწილეობა, გაიტანა 21 გოლი და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს. სულ კი ყველა ტურნირზე 29 შეხვედრა ჩაატარა და თავი 25 გოლითა და 7 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

“ლიონი” მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს. გუნდმა ლიგა 1-ში მარცხი ბოლოს 2014 წლის 1-ელ დეკემბერს განიცადა და მას შემდეგ საფრანგეთის ჩემპიონატში ზედიზედ 7 შეხვედრა მოიგო.

0.111252