საფეხბურთო ჩემპიონატები

14:31 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჩიხურა” რუმინელებთან, ბულგარელებთან და ყაზახებთან ისპარინგებს

საჩხერის “ჩიხურა” 25 იანვრიდან ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე წრის განახლებისთვის თურქულ ბელეკში ემზადება.

საჩხერლები თურქეთში 7 თებერვლამდე დარჩებიან და 4 ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებენ. სამი მეტოქის ვინაობა უკვე ცნობილია – რუმინეთის “ბრაშოვი”, ბულგარეთის “ბეროე” და ყაზახეთის “აქტობე”. მეოთხე სპარინგპარტნიორის ვინაობა დგინდება.

რაც შეეხება “ჩიხურას” ახალწვეულებს, გადაწყვეტილია, რომ მეორე წრეში გუნდს გიორგი განუგრავა, თორნიკე ზარქუა, კახა კაკაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი, გიული მანჯგალაძე და უკრაინელი ევგენი ტროიანოვსკი დაეხმარებიან.

თეგებიჩიხურა
0.169258