თბილისის “ვიტ ჯორჯიამ” ექსპერიმენტული შემადგენლობით, რომელშიც დუბლებისა და გასინჯვაზე მყოფი ფეხბურთელები შედიოდნენ, “მცხეთა პარკზე” პირველი ლიგის თბილისის “ლოკომოტივთან” ისპარინგა და 1:2 დამარცხდა.
თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ზურაბ ბერიძემ შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
ვიტ ჯორჯია: ისერგიშვილი (ყანჩაველი, 68), ასკილაშვილი (წენგუაშვილი, 71), კალანდია, მოსიძე (მერაბიშვილი, 64), დანელია, მაჭავარიანი (მარგველაშვილი, 46), ლებანიძე (ვაზაგაშვილი, 64), საბაძე (მახაჭაშვილი, 64), ხვისტანი, კალაჯიშვილი (გიორგაძე, 71), კუხალეიშვილი (იმნაძე, 60).
მატჩში მე-8 წუთზე ანგარიში ხვისტანმა გახსნა, ხოლო 48-ეზე საპასუხო გოლი არდაზიშვილმა გაიტანა. “ლოკომოტივს” ართმელაძემ მოაგებინა, რომელმაც თავი 54-ე წუთზე გამოიჩინა.
28 იანვარს “ვიტ ჯორჯიას” ძირითადი გუნდი ამხანაგურ შეხვედრას ბოლნისის “სიონთან” ჩაატარებს.