ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ნეიმარი კრიშტიანუ რონალდუს ქმედებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პორტუგალიელი უნდა დაისაჯოს.
“კორდობასა” და მადრიდის “რეალს” შორის დაპირისპირების დროს პრიმერა დივიზიონის მე-20 ტურის მატჩში “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ფეხბურთელმა ედიმარ ფრაგას ფეხი უთავაზა და მსაჯმა წითელი ბარათი უჩვენა. შეხვედრის შემდეგ კი რონალდუმ თავისი “თვითერის” გვერდზე ბოდიში მოიხადა.
“ფორვარდი პროვოკაციებს უნდა ელოდოს და წონასწორობა არ უნდა დაკარგოს. ზოგჯერ არ შეგვიძლია თავი მოვთოკოთ. რონალდუ უნდა დაისაჯოს აგრესიულობის გამო. მსგავსი რამ ზინედინ ზიდანსაც მოსვლია და მეც. 100%-ით დაზღვეული არავინაა, ასე რომ ჩვენ თავზე უნდა ვიფიქროთ. ვფიქრობ, პორტუგალიელი სასჯელს მიიღებს”, – განაცხადა ბრაზილიის ეროვნული ნაკრების კაპიტანმა.
მოსალოდნელია, რომ რონალდუ ესპანეთის ფეხბურთის სადისციპლინო კომიტეტისგან ორ ან სამმატჩიან სასჯელს მიიღებს. თავად ნეიმარიც რამდენიმე წლის წინ ძალადობაში იქნა მხილებული. “სანტოსში” თამაშის დროს ლიბერტადორესის თასზე ურუგვაის “პენაროლის” ერთ-ერთ ფეხბურთელს ფეხი ზურგში უთავაზა.