ფეხბურთი

11:36 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბლატერს პრეზიდენტობას ვან პრააგიც შეეცილება

ჰოლანდიის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა მიკაელ ვან პრააგმა ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა გადაწყვიტა. ნიდერლანდური ფეხბურთის 67 წლის თავკაცმა მინიმუმ 5 ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის მხრიდან მხარდაჭერა უნდა მიიღოს, რათა ოფიციალურად დარეგისტრირდეს.

სავარაუდოდ ჰოლანდიელს არ გაუჭირდება მომხრე ქვეყნების მოძიება. შესაბამისად ვან პრააგი ფიფას საპრეზიდენტო არჩევნებში კონკურენციას ამჟამინდელი პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი, იორდანიის პრინცი ალი ბინ ალ ჰუსეინი, ჟერომ შამპანი, ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ჟინოლა და ცნობილი საფეხბურთო აგენტი მინო რაიოლა გაუწევენ.

აქვე ცნობილია, რომ ჩამოთვლილთაგან ბოლო სამმა პრეტენდენტმა შესაძლოა საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურა მხარდამჭერი ქვეყნების რაოდენობის ვერმოგროვების გამო მოხსნას. მათ, ვისაც სურთ ბლატერის ჰეგემონია დაამხოს, კანდიდატურა 29 იანვრამდე ოფიციალურად უნდა დაარეგისტრირონ.

0.06584