ჩოგბურთი

10:54 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ბერდიხის ზედიზედ მეორე ნახევარფინალი (+VIDEO)

ჩეხმა ტომაშ ბერდიხმა ავსტრალიის ღია პირველობის მეოთხედფინალში რაფაელ ნადალს 6:2, 6:0, 7:6 მოუგო და 2006 წლიდან მოყოლებული პირველად მოახერხა მალიორკელის დამარცხება. ამასთან, ბერდიხმა ნადალის ზედიზედ 17 მატჩისგან შემდგარი მოგებების მწკრივი გაწყვიტა. ტომაში ზედიზედ მეორედ გავიდა ავსტრალიის ღია ჩემპიონატის ნახევარფინალში.

მოქმედ ჩოგბურთელთაგან ბერდიხი მეორე მოთამაშეა, რომელმაც სადიდსლემო ტურნირებზე “დიდი ოთხეულის” (ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, რაფა ნადალი, ენდი მარეი) ყველა წარმომადგენელი დაამარცხა. ტომაშამდე ეს ფრანგმა ჟო-ვილფრიდ ცონგამ მოახერხა.

29 წლის ჩეხისა და მასზე ერთი წლით უმცროსი ესპანელის პაექრობა 2 საათსა და 13 წუთს გაგრძელდა. ბერდიხის აქტივში 5 ბრეიკი და 10 ეისია. ტომაშისა და რაფას ურთიერთშეხვედრების ანგარიში 18:4 გახდა პირენელის სასარგებლოდ.

ნახევარფინალში ბერდიხი შოტლანდიელი ენდი მარეისა და ავსტრალიელი ნიკ კირგიოსის მატჩის მოგებულს დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, შარშანდელ ნახევარფინალში ტომაშ ბერდიხი მომავალ ჩემპიონ სტენ ვავრინკასთან დამარცხდა.

0.112251