ფეხბურთი

2:18 | 27.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ნაპოლიმ" მესამე ადგილი დაიბრუნა

იტალიის სერია A-ს მე-20 ტური ორი შეხვედრით დასრულდა. ნეაპოლში “ნაპოლიმ” “ჯენოას”, ხოლო ემპოლიში ადგილობრივმა გუნდმა “უდინეზეს” უმასპინძლა.

“ნაპოლიმ” საკუთარ მოედანზე “ჯენოას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა. მატჩის გმირი არგენტინელი გონსალო იგუაინი გახდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. მან ანგარიში მე-7 წუთზე გახსნა. მატია პერინმა ბურთი უხერხულად მოიგერია და არგენტინელმა ფორვარდმაც აუღელვებლად გაიტანა. “ჯენოამ” წონასწორობა მეორე ნახევრის დებიუტში აღადგინა. თავი შორეული დარტყმით ესპანელმა იაგო ფალკემ გამოიჩინა. ნეაპოლელებმა გამარჯვება მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე მაინც მოიპოვეს. სტუმართა კარში შეხვედრის არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც გოლად იგუაინმა აქცია. “ნაპოლიმ” ამ გამარჯვებით 36 ქულა დააგროვა და მესამე ადგილს ერთპიროვნულად დაუბრუნდა. “ჯენოას” კი აქტივში ისევ 28 ქულა აქვს.

დღის მეორე შეხვედრაში ლევან მჭედლიძის “ემპოლიმ” “უდინეზე” მიიღო და დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა. ანგარიში მატჩის დასაწყიში სტუმართა ვეტერანმა თავდამსხმელმა ანტონიო დი ნატალემ გახსნა. ტოტო მცველებს დაუსხლტდა და ალანის ჩაწოდების შემდგომ თავით გაიტანა. აღსანიშნავია, რომ დი ნატალემ გატანილი გოლი არ აღნიშნა, როგორც მოგეხსენებათ იგი უდინურ კლუბამდე სწორედ “ემპოლიში” ასპარეზობდა. მასპინძლებმა 37-ე წუთზე გაათანაბრეს. თავი თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან რიკარდო საპონარამ გამოიჩინა, რომელიც ტოსკანელებმა ცოტა ხნის წინ “მილანიდან” შეიძინეს. “ფრიულელებმა” მეორე ნახევარში გამარჯვების გოლი მაინც გაიტანეს. მე-60 წუთზე გოლი ვიდმერმა გაიტანა, რომელიც საჯარიმოში ჩაწოდებას გეგმავდა, მაგრამ ბურთი აიჭრა და სეპეს ზურგს უკან, კარში ჩაეშვა. დარჩენილ ნახევარ საათში ანგარიში აღარ შეცვლილა და “უდინეზემ” 27 ქულა დააგროვა, მაურიციო სარის “ემპოლი” კი გასავარდნ ზონას უფრო მიუახლოვდა. ქართველმა ლევან მჭედლიძემ მოედანზე მატჩის პირველი 63 წუთი გაატარა.

იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის 10 შეხვედრაში 24 გოლი გავიდა. 5 მატჩი მასპინძლებმა მოიგეს, 3 სტუმრებმა, ხოლო 2 თამაში ფრედ დასრულდა.

“ემპოლი” – “უდინეზე” 1:2 (1:1)

ემპოლი, “კარლო კასეტლანი”

“ემპოლი” (4-3-1-2): სეპე; ჰისაი, რუგანი, ტონელი (ბარბა 44), მარიო რუი; ვესინო, ვალდიფიორი, კროჩე; საპონარა (ვერდი 67); მჭედლიძე (მაკარონე 63), პუჩიარელი

მწვრთნელი: მაურიციო სარი

“უდინეზე” (3-5-2): კარნეზისი; დანილო, ჰეტრო, პირისი; ვიდმერი, ალანი, კონე, გილერმე (ჰალბერგი 68), პასკუალე; დი ნატალე (ფერნანდესი 68), ტერო

მწვრთნელი: ანდრეა სტრამაჩონი

გოლები: 0:1 დი ნატალე (19), 1:1 საპონარა (37, პენ), 1:2 ვიდმერი (60)

გაფრთხილება: საპონარა (38), ბარბა (90) – დანილო (36), კონე (62, 74), პირისი (69)

გაძევება: კონე (74)

სტატისტიკა – კარისკენ დარტმები: 16 (4) – 10 (3) ბურთის ფლობა: 57%-43% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 2:4 გაძევება: 0:1

მსაჯი: დავიდე ჯერზინი

“ნაპოლი” – “ჯენოა” 2:1 (1:0)

ნეაპოლი, “სან პაოლო”

“ნაპოლი” (4-2-3-1): რაფაელი; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, სტრინიჩი (სტრინჩიჩი 85); ლოპესი, ინლერი; კალეხონი, ჰამშიკი, დე გუზმანი (გაბიადინი 71); იგუაინი (ძაპატა 90)

მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი

“ჯენოა” (3-4-3): პერინი; რონკალია, ბურდისო, დე მაიო (ლესტიენი 79); ედენილსონი, ბერტოლაჩი, რინკონი (კუჩკა 68), ანტონელი; იაგო ფალკე, ფეტფატძიდისი (ნიანგი 53), პეროტი

მწვრთნელი: ჯამპიერო გასპერინი

გოლები: 1:0 იგუაინი (7), 1:1 იაგო ფალკე (56), 2:1 იგუაინი (75, პენ)

გაფრთხილება: ალბიოლი (25), კულიბალი (81), ინლერი (88) – ბერტოლაჩი (40), ანტონელი (60), პეროტი (60), კუჩკა (80), ნიანგი (90)

სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 19 (9) – 11 (4) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 6:7 გაფრთხილება: 3:5

მსაჯი: ჯანპაოლო კალვარეზე

ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 13 გოლი, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) – 12, პაულო დიბალა (“პალერმო”) – 10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 10.

0.174004