ფეხბურთი

19:13 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

კირკიტაძე ქუთაისის “ტორპედოში” ითამაშებს

დავით კირკიტაძე, რომელმაც მიმდინარე სეზონი ისრაელის ლეუმით ლიგის (პირველი ლიგა) ტიბერიას “ირონიში” დაიწყო, კარიერას ქუთაისის “ტორპედოში” გააგრძელებს.

22 წლის შემტევმა ნახევარმცველმა კვირას “ტორპედოს” რიგებში ივარჯიშა. მას ქუთაისელთა რიგებში 2010-2011 და 2011-2012 წლების სეზონებში 11 მატჩი ჩაუტარებია.

კარიერის განმავლობაში კირკიტაძეს ასევე “სამტრედიაში”, საჩხერის “ჩიხურაში”, რუსთავის “მეტალურგსა” და “ზუგდიდში” უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122316