არნემის “ვიტესის” კაპიტნის გურამ კაშიას აზრით, ჰოლანდიის ერედივიზიონის განვლილ ტურში სტუმრად “ჰერენვეთან” მარცხისთვის (1:4) გუნდის ყველა წევრია პასუხისმგებელი.
“ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ამ შედეგზე მატჩის მონაწილე ყველა მოთამაშეა პასუხისმგებელი. ეს მწვრთნელსა და ტექნიკურ პერსონალს არ ეხება. ჩვენ ძალიან ცუდად გამოვიყურებოდით, განსაკუთრებით დაცვაში.
თავიდანვე საშინელება იყო. განსაკუთრებით პირველ ტაიმში. ნებისმიერმა ვინც ითამაშა, პასუხისმგებლობა უნდა იგრძნოს. მეც ცუდად ვითამაშე.
კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ ყოველ თამაშში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ. “ჰერენვენთან” იმის 20 პროცენტი ვაჩვენეთ, რაც რეალურად შეგვიძლია” – თქვა FOX Sports-თან კაშიამ, რომელმაც არნემელთაგან ერთადერთი გოლი გაიტანა.