ფეხბურთი

16:48 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: “ფიორენტინამ” ჯილარდინო ინათხოვრა

ფლორენციის “ფიორენტინას” ოფიციალური ვებგვერდის ინფორმაციით, ჩინური კლუბის “გუანჯოუ ევერგრანდის” საკუთრებაში მყოფი იტალიელი თავდამსხმელი ალბერტო ჯილარდინო ნახევარწლიანი იჯარის წესით “იების” რიგებს დაუბრუნდა.

2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონი “ფიორენტინაში” ივლისამდე ითამაშებს, შემდეგ კი ფლორენციელებს ჯილარდინოს გამოსყიდვის უფლება ექნებათ. ამჟამად ფეხბურთელის სატრანსფერო ღირებულება 4.2 მილიონ ევროს შეადგენს.

ალბერტო “იების” რიგებში სამწელიწადნახევარი ასპარეზობდა და 143 შეხვედრაში 59 გოლი გაიტანა. ჩინურ კლუბში 32 წლის თავდამსხმელი 2014 წლის ივლისში გადავიდა და 17 მატჩში მეტოქე 6-ჯერ დაამწუხრა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123041