“სამპდორიასა” და “პალერმოს” შორის იტალიის სერია A-ს შეხვედრაში 54-ე წუთი მიმდინარეობდა, როცა სტუმართა ნახევარმცველმა მორგანელამ გოლის გატანა მოახერხა, თუმცა შეხვედრის ვერც მთავარმა და ვერც კარის ხაზის არბიტრმა კარის აღება ვერ დააფიქსირა. არადა, ბურთმა აშკარად გადაკვეთა კარის ხაზი. აღნიშნულ ეპიზოდს აპენინზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა და უკვე საჯაროდ და ხმამაღლა საუბრობენ ახალი ტექნოლოგიების გამოყენებაზე. ამის თაობაზე კომენტარი სამსაჯო კომიტეტის ერთ-ერთმა ხელმძღვანელმა დომენიკო მესინამაც გააკეთა.
“ტექნოლოგიები აშკარად საჭიროა. რაც უფრო მეტი თვალი იქნება მოედანზე, მით უფრო ნაკლებად მოხდება ასეთი შეცდომები. სამწუხაროდ, ჩვენი დღევანდელი მსაჯების მდგომარეობა სხვა გზას არ გვიტოვებს”, - განაცხადა მესინამ.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შეხვედრა ფრედ 1:1 დასრულდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია