ფეხბურთი

15:12 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

რიკელმემ ფეხბურთის თამაშს თავი დაანება

ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი ხუან რომან რიკელმე აქტიური ფეხბურთიდან წავიდა. ამის შესახებ 36 წლის შემტევმა “ელ მუნდოს” განუცხადა.

“მოტივაცია აღარ მაქვს. “ბოკა ხუნიორსთან” ერთად ყველაფერი მოვიგე, დავბრუნდი სათამაშოდ “არგენტინოს ხუნიორსში”, იქ, სადაც კარიერა დავიწყე. ახლა კი დასრულების დროც დადგა”, - განაცხადა რიკელმემ.

ხუან რომან რიკელმეს კარიერის გამორჩეული წლები “ბოკასა” და ესპანურ “ვილიარეალში” აქვს გატარებული. გარდა ამისა, იგი ერთი ხანობა კატალონიის “ბარსელონას” ღირსებასაც იცავდა. რიკელმეს არგენტინის ნაკრების შემადგენლობაში 1997-2008 წლებში, 51 შეხვედრაში 17 გოლი გაუტანია.

0.127206