ზურაბ ხიზანიშვილმა ჰოლანდიის საფეხბურთო ეროვნული ნაკრებისა და “გლაზგო რეინჯერსის” ყოფილი ნახევარმცველის ფერნანდო რიქსენის მხარდასაჭერ მატჩში ითამაშა.
რიქსენს ამიოტროფიული სკლეროზი ე.წ. ლუ გერიგის დაავადება აქვს. ის განუკურნებელია და საბოლოოდ, ადამიანის კუნთების ატროფიასა და სრულ პარალიზებას იწვევს.
შეხვედრას, რომელიც “რეინჯერსის” ვეტერანებსა და რიქსენის მეგობრებს შორის შედგა, გლაზგოელთა საშინაო არენა “აიბროქსმა” უმასპინძლა და თამაშს 41329 გულშემატკივარი დაესწრო. რიქსენის მეგობრებმა 7:4 გაიმარჯვეს. შემოსული თანხა რიქსენის დახმარების ფონდში გადაირიცხა.
“რეინჯერსი”: კლოსი, ნუმანი, ალბერტცი, მალკოლმი, დე ბური, დურიე, ენდრიუსი, ლოვენკრანდსი, ნეგრი, ლაპატი, გატუზო.
შეცვლაზე შევიდნენ: გორამი, მოლსი, რაე, ბოლო, ნოვო, ფერგიუსონი, ქერიმოღლუ, ბაფელი, კონტერმანი.
რიქსენის მეგობრები: ბოსანტი, შერინგემი, ანდერტონი, უოლკერი, ჰოფლანდი, მუსამპა, ლანძაატი, ბოსველტი, პერესი, ფაკენა, ლევჩანკო.
შეცვლაზე შევიდნენ: ვატერეუსი, ფალკო, ბიტი, პედრო რიქსენი, ჯენანი, ხიზანიშვილი, მილერი.
ხიზანიშვილს “რეინჯერსში” 2003-2006 წლებში უთამაშია და 63 მატჩი ჩაუტარებია.