ფეხბურთი

13:25 | 26.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მორიენტესის ხელმეორე დებიუტი

ცოტა ხნის წინ გაუწყეთ, რომ ლეგენდარულმა ესპანელმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა საფეხბურთო კარიერა განაახლა და სამოყვარულო მადრიდულ კლუბ “სანტა ანაში” ჩაირიცხა.

გუშინ კი, “ელ მოროს” დებიუტი შედგა ახალ კლუბში. “სანტა ანამ”, რომელიც ესპანეთის რეგიონლიგაში გამოდის 1:0 იმარჯვა და გათამაშების ლიდერია, ხოლო ესპანეთის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა მინდორზე პირველი 45 წუთი გაატარა.

ნამატჩევს 38 წლის თავდამსხმელმა მცირე კომენტარი გააკეთა.

“მოხარული ვარ ამდენი ხნის შემდეგ ფეხბურთში დაბრუნებით. ჩემი მიზანია, რომ კლუბს შემდეგ დივიზიონში გადასვლაში დავეხმარო და ახალგაზრდებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო. ბედნიერი ვარ, რომ ყოველ კვირას კვლავ მომიწევს მინდორზე გასვლა და საყვარელი საქმის კეთება”, - განაცხადა მორიენტესმა.

“ალბასეტეს”, “სარაგოსას”, “რეალის”, “მონაკოს”, “ლივერპულის”, “ ვალენსიასა” და “მარსელის” ყოფილი ფორვარდი “სანტა ანაში” სეზონის ბოლომდე დარჩება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113755