საფრანგეთის ეროვნული ნაკრების და ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი თავდამსხმელი დავიდ ტრეზეგე უახლოეს მომავალში იტალიაში ჩაფრინდება და “ბიანკონერის” ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას გამართავს.
ტრეზეგემ L"equipe-სთან საუბრისას კიდევ ერთხელ დაადასტურა კარიერის დასრულების შესახებ ცნობა და ახლა “იუვენტუსის” ელჩობა სურს.
“ინდოეთში წასვლამდე მინდოდა, რაღაც ახალი ნაბიჯი გადამედგა ჩემ ცხოვრებაში. ტურინში “იუვესთან” მოლაპარაკებას გავმართავ. იდეა შემდეგში მდგომარეობს: “ბიანკონერს” მსოფლიო მასშტაბით რეკლამა უნდა გავუკეთო.” – განაცხადა ფრანგმა.
ტრეზეგე “იუვენტუსის” ღირსებას 10 სეზონის განმავლობაში იცავდა და 320 ჩატარებულ შეხვედრაში 171 გოლი გაიტანა.