საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტური დასრულდა.
“რეიმსისა” და “ლანსის” შეხვედრა გოლის გარეშე დამთავრდა. “ლანსი” გასავარდნ ზონაში დარჩა, ხოლო “რეიმსი” სატურნირო ცხრილის შუაში იმყოფება. არც ევროზონისთვის იბრძვის და არც გავარდნა ემუქრება.
მიმდინარე თვეში მეორე გოლი გაიტანა ადრიენ ტომასონმა. ამჯერად ფრანგმა ევიანისთვის სამი ქულის მომტანი გოლი შეაგდო. “ევიანი” გასავარდნ ზონას გაცდა, თუმცა მხოლოდ ორი ქულით.
ლიდერმა “ლიონმა” ლიგა 1-ში ზედიზედ მეშვიდე მატჩი მოიგო. მიყოლებით მოპოვებულ გამარჯვებებს ჩემპიონატის სათავეში ასვლა მოჰყვა. შესაძლოა ფურნიეს გუნდმა ძველი დრო გაიხსენოს და ფინიშამდე წარმატებით მივიდეს.
“რენისა” და “კაენის” შეხვედრაში 85-ე წუთზე ფერეტის მიერ შეგდებულმა ბურთმა ყველა კითხვას პასუხი გასცა ანუ მოგებული გუნდი გაირკვა. ფსიქოლოგიურად გამტყდარმა მასპინძლებმა მალევე გაუშვეს მეოთხე გოლი. გამარჯვება გასავარდნ ზონაში მყოფ გუნდს დარჩა.
ტურის ცენტრალურ მატჩში ერთადერთი გოლი ზლატან იბრაჰიმოვიჩმა გაიტანა. შვედმა “სენტ ეტიენის” კარში მე-60 წუთზე თერთმეტმეტრიანი გაიტანა. ბლანის გუნდი მეორე ადგილოსან “ლიონს” ქულებით გაუთანაბრდა, ხოლო “სენტ ეტიენი” მეოთხეზე დარჩა.
რეიმსი – ლანსი 0:0
რეიმსი, “სტად უგუსტ დელუნ მეორე”
რეიმსი: პლასიდე, სინორინო, ბურილონი, ტაკალფრედი, ვებერი, გლომბარდი (მფულუ 62), კონტე (ფოფანა 16), დევუ, ნ’გოგი, შარბონიე (კურტე 74)
მთავარი მწვრთნელი: ვასური
ლანსი: რიუ, კანტარი, ბულენგე, გბამინი, კავარე, ლე მოინე, ვალდივია, სიპრიენი (მადიანი 83), გილუმი (ნომენიანაჰარი 79), კულიბალი, ჩავარია
მთავარი მწვრთნელი: კომბუარე
მთავარი მსაჯი: ლიონელ ჟაფრედო
გაფრთხილება: ბურილონი (12), სიპრიენი (17), ტაკალფრედი (36)
ევიანი – ტულუზა 1:0 (1:0)
ანესი, “პარკ დე სპორტი”
ევიანი: ლეროი, ვასი, ნუნკუ, აბდალაჰი, საბალი, სორლინი, ბარბოსა (რამირესი 90+4), კამბონი, ტეიედა, ნ’სიკულუ (კამუსი 41), ტომასონი (სუგუ 37)
მთავარი მწვრთნელი: დუპრაზი
ტულუზა: აჰამადა, ვესკოვაჩი (პესიჩი 57), ნინკოვი, გრიგორე, მუბანჟე, ტისერანდი, ტრეხო, რეგატინი (დიდო 77), ბლინი (ბენალი 85), ბრეითვაითი, ბენ იედერი
მთავარი მწვრთნელი: კასანოვა
გოლი: 1:0 ტომასონი (4)
მთავარი მსაჯი: ბენოი ბასტიენი
გაფრთხილება: ბლინი (57), გრიგორე (80)
გაძევება: ნინკოვი (61)
ლიონი – მეცი 2:0 (1:0)
ლიონი, “სტად ჟერლანდი”
ლიონი: ლოპესი, ჟალე, დაბო, ბისევაჩი, უმტიტი, გონალონსი, გეზალი (გურკუფი 66), ფერი, ფეკირი (ბენზია 85), ტოლისო, ლაკაზეტი (კორნეტი 34)
მთავარი მწვრთნელი: ფურნიე
მეცი: კარასო, მილანი, რივიერეზი, პალომინო, ბუსმანი, ფილიპსი ( ), მალუდა ( ), ნ’დაუ, ლეჟუნე, სარი, ნ’სორი
მთავარი მწვრთნელი: კარტიე
გოლები: 1:0 ლაკაზეტი (31), 2:0 ტოლისო (83)
მთავარი მსაჯი: ოლივერ ტუალი
გაფრთხილება: უმტიტი (45), სარი (49), რივიერეზი (51), დაბო (53)
გაძევება: მილანი (29)
რენი – კაენი 1:4 (1:1)
რენი, “სტად რუტე დე ლორიენი”
რენი: კოსტილი, დანზე, არმანდი, დიანე, მექსერი, ფერნანდესი, ბრულსი (დუკურე 65), ანდრე (ჰოსინერი 77), ენრიკე (ჰაბიბუ 59), პრჩიჩი, ტოივონენი
მთავარი მწვრთნელი: მონტანიე
კაენი: ვერკუტრი, იაჰია, და სილვა, იმორუ, აპია, სუბე (საადი 88), ფერეტი, კანტე, პრივატი (დუჰამელი 86), კოიტა (ადეოტი 82), ნანგისი
მთავარი მწვრთნელი: გარანდე
გოლები: 0:1 პრივატი (4), 1:1 ანდრე (15), 1:2 ნანგისი (50), 1:3 ფერეტი (85), 1:4 და სილვა (89)
მთავარი მსაჯი: სებასტიენ მორეირა
გაფრთხილება: არ ყოფილა
სენტ ეტიენი – პსჟ 0:1 (0:0)
სენტ ეტიენი, “ჟოფრი გიშარდი”
სენტ ეტიენი: რუფიე, ბაისე, კლემენტი, ერდინგი (სენტ-მაქსიმინი 66), ჰამუმა, ლემოინე (ნ’გუემო 81), მოლო (ბამბა 81), პერინი, ტაბანუ, კატერინე, ვან ვოლფსვინკელი
მთავარი მწვრთნელი: გალტიე
პსჟ: სირიგუ, ვერატი (კაბაი 83), სილვა, მოტა, მაქსველი, მატუიდი, მარკინიო, ლუიზი, ლუკასი (პასტორე 74), იბრაჰიმოვიჩი, კავანი (ლავეცი 83)
მთავარი მწვრთნელი: ბლანი
გოლი: 0:1 იბრაჰიმოვიჩი (თერთმეტმეტრიანი 60)
მთავარი მსაჯი: რუდი ბუკე
გაფრთხილება: ვან ვოლფსვინკელი (19), ტაბანუ (27), ლუკასი (71), მოტა (87), იბრაჰიმოვიჩი (90+2)