იტალიის სერია A-ს მე-20 ტურის ექვსი შეხვედრა დღეს გაიმართა. ლიდერს და მდევარს შორის ქულათა სხვაობა ისევ გაიზარდა, ხოლო მილანის “ინტერის” კრიზისს, როგორც ჩანს დასასრული ჯერ არ უწერია.
მე-20 ტურის ცენტრალური შეხვედრა ფლორენციაში გაიმართა, სადაც “ფიორენტინამ” “რომა” მიიღო. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და გუნდებმა გამარჯვებული ვერ გამოავლინეს. პირველი ნახევარი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა. მე-19 წუთზე დავიდ პიზაროს ძლიერ დარტყმას გერმანელმა მარიო გომესმა მიმართულება შეუცვალა და ანგარიში გახსნა. გომესმა მიმდინარე ჩემპიონატში სულ რაღაც მეორე გოლი გაიტანა. მეორე ტაიმში “რომა” სახეშეცვლილი გამოვიდა მოედანზე და ქულის გადარჩენაც შეძლო. რუდი გარსიას გუნდმა 49-ე წუთზე გაიტანა. ფრანჩესკო ტოტის კარგი გადაცემის შემდეგ ხუან იტურბე ხოსე ბასანტას გასცდა და სერბი ადემ ლიაიჩი მოძებნა, რომელმაც თანაგუნდელს გარჯა დაუფასა. აღსანიშნავია, რომ “ფიორენტინას” ყოფილმა ფეხბურთელმა გატანილი გოლი არ აღნიშნა. მიუხედავად იმისა, რომ დარჩენილი თითქმის მთელი მეორე ნახევარი იყო, ანგარიში აღარ შეცვლილა. მიუხედავად მოპოვებული ქულისა “რომა” “ლიდერ “იუვენტუსს” ისევ ჩამორჩა. “ფიორენტინამ” კი 31 ქულას მოუყარა თავი.
ჩემპიონატის ერთპიროვნულმა ლიდერმა “იუვენტუსმა” თავის აქტივს მორიგი ადვილი სამი ქულა შემატა. ტურინელებმა ამჯერად ვერონას “კიევო” დაამარცხეს ანგარიშით – 2:0. შეხვედრის პირველმა ნახევარმა მოსაწყენად ჩაიარა, მასპინძლებს რეალური საგოლე მომენტების შექმნა უჭირდათ. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მასიმილიანო ალეგრის გუნდმა გაილაღა. შეხვედრის გმირი კი ისევ ფრანგი პოლ პოგბა გახდა, რომელმაც ორივე გოლში ლომის წილი დაიდო. მე-60 წუთზე პოგბამ ჩვეულ სტილში შორი მანძილიდან დაარტყა და შესანიშნავი გოლის ავტორი შეიქნა. 15 წუთის შემდგომ კი შეცვლაზე შესულმა სტეფან ლიხშტაინერმა იხეირა. შვეიცარიელმა მცველმა სწორედ პოგბას დარტყმულს და მეკარის მიერ მოგერიებულ ბურთს კარში მიუჩინა ადგილი. ტურინელებმა ამ გამარჯვებით 49 ქულა დააგროვეს და მდევარ “რომასთან” ქულათა სხვაობა შვიდამდე გაზარდეს. “კიევოს” კი 18 ქულა დარჩა და გასავარდნ ზონაში დაეშვა.
“მილანისა” არ იყოს, კრიზისის დასრულების ხანა, როგორც ჩანს ჯერ კიდევ არ უდგას მეორე მილანურ გრანდ “ინტერს”. ამჯერზე “ნერაძურიმ” საკუთარ კედლებში მოკრძალებულ “ტორინოს” გაატანა სამი ქულა. შეხვედრის ბედი ერთადერთმა გოლმა გადაწყვიტა, რომელიც მსაჯის მიერ კომპესირებულ დროში გავიდა. ჯამპიერო ვენტურას გუნდს მნიშვნელოვანი სამი ქულა ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა ემილიანო მორეტიმ მოუტანა. “ტოროს” უკნახაზელი “ინტერის” მცველებმა კუთხურის დროს უყურადღებოთ დატოვეს და მასაც გატანა ახლო მანძილიდან არ გასჭირვებია. “ინტერმა” მორიგი დამარცხებით ისედაც მძიმე სიტუაცია, კიდევ უფრო გაირთულა. რობერტო მანჩინის გუნდი 26 ქულით მხოლოდ მე-9 ადგილზეა. “ტორინომ” კი ამ გამარჯვებით 25 ქულა დააგროვა და მე-12 პოზიციამდე აღზევდა.
საინტერესო მატჩს უმასპინძლა გენუამ. “სამპდორიამ” სიცილიური “პალერმო” მიიღო და გუნდებმა ქულები გაიყვეს. აღსანიშნავია, რომ თამაშის დროს ტრიბუნებზე იმყოფებოდა “სამპდორიას” ახალწვეული სამუელ ეტო’ო. ანგარიშის გახსნა მასპინძლებმა მოახერხეს. მე-6 წუთზე თავი გუნდის ბრაზილიელმა ლიდერმა ედერმა გამოიჩინა, რომელმაც მეკარე სორენტინოს დიაგონალური დარტყმით გაუტანა. კუნძულელებმა წონასწორობა მეორე ტაიმის დასაწყისში აღადგინეს. 49-ე წუთზე ფრანკო ვასკესმა ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო და ულამაზესი გოლი გაიტანა. დარჩენილ დროში ანგარიში აღარ შეცვლილა. “სამპდორიამ” მიღწეული ფრით 34 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში “ლაციოს” გაუთანაბრდა, ხოლო “პალერმო” 27 ქულით მე-8 ადგილზეა.
ვერონაში ერთმანეთს მეზობლად მყოფი გუნდები დაუპირისპირდნენ. მასპინძელი “ვერონასა” და ბერგამოს “ატალანტას” შეხვედრა დაძაბული გამოდგა და მაყურებელმა მხოლოდ ერთი გატანილი იხილა, რომელიც მასპინძლებმა მეორე ტაიმის სტარტზე გაიტანეს. “ჰელასს” მნიშვნელოვანი სამი ქულა ვეტერანმა არგენტინელმა ფორვარდმა ხავიერ სავიოლამ მოუტანა. აღსანიშნავია, რომ “ბაჭიამ” იტალიაში გადაბარგების შემდეგ თავის გამოჩენა პირველად შეძლო. 53-ე წუთზე სავიოლამ ბერძენი ლაზაროს ხრისტოდოპულოსის გადაცემის შემდეგ იხეირა. მოპოვებული გამარჯვებით ანდრეა მანდორლინის გუნდმა თავი 24 ქულას მოუყარა, “ატალანტას” კი ისევ 20 ქულა აქვს აქტივში და სახიფათო ზონასთან სათოფეზეა.
სერია A-ს ბოლო ორ საფეხურზე მყოფი გუნდები წარსდგნენ ერთმანეთის პირისპირ პარმაში. “ენიო ტარდინიზე” “პარმამ” “ჩეზენასთანაც” წააგო. გამოსარჩევია, რომ “ჩეზენამ” მიმდინარე სეზონში მეორე შეხვედრა მოიგო და ამჯერზევე “პარმას” წინააღმდეგ. ანგარიში 21-ე წუთზე სტუმართა ნახევარმცველმა ნიკო პულძეტიმ გახსნა. მან მეკარე ანტონიო მირანტეს შორეულ კუთხეში გაუტანა. მასპინძლები მეორე ნახევარში გააქტიურდნენ და ანგარიშიც გაათანბრეს, ოღონდ ამაში მათ სტუმართა ნახევარმცველი ემანუელე კაშონე დაეხმარათ, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. დომენიკო დი კარლოს გუნდმა სამი ქულის მოპოვება შეხვედრის ბოლო წუთზე მაინც მოახერხა. თავი ალეხანდრო როდრიგესმა გამოიჩინა. ვინაც ახლო მანძილიდან უძლიერესად და ზუსტად დაარტყა. “ჩეზენამ” 12 ქულა დააგროვა ბოლო საფეხურს თავი დააღწია, “პარმა” კი 9 ქულით სერია B-ს ჰორიზონტზეა დალექილი.
იტალიის სერია A-ს მე-20 ტური ორშაბათს, 26 იანვარს ორი შეხვედრით დასრულდება.
“ვერონა” – “ატალანტა” 1:0 (0:0)
ვერონა, “ბენტეგოდი”
“ვერონა” (4-3-3): ბენუსი; მარკესი (მარკეში 46), სორენსენი, მორასი; სალა (მარტიჩი 71), ტაკჩიდისი, ჰალფრედსონი, ბრივიო; ლაზაროსი (იონიტა 75), ტონი, სავიოლა
მწვრთნელი: ანდრეა მანდორლინი
“ატალანტა” (4-4-2): სპორტიელო; სტენდარდო, ბელინი, ბიავა, დელ გროსო (დ’ალესანდრო 69); ძაპაკოსტა, კარმონა, ჩიგარინი (ბაზელი 61), მორალესი; დენისი (გომესი 79), პინილია
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუონო
გოლი: 1:0 სავიოლა (53)
გაფრთხილება: სორენსენი (15), ჰალფრედსონი (86) – დენისი (12), ბაზელი (90)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (6) - 14 (3) ბურთის ფლობა: 51%-49% კუთხურები: 0:3 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: დანიელე დოვერი
“ინტერი” – “ტორინო” 0:1 (0:0)
მილანი, “სან სირო”
“ინტერი” (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; ობი, ანდრეოლი (რანოკია 45), ვიდიჩი, დ’ამბროზიო (შაქირი 56); გუარინი, კუჟმანოვიჩი; პალასიო, კოვაჩიჩი, პოდოლსკი (დონკორი 66); იკარდი
მწვრთნელი: რობერტო მანჩინი
“ტორინო” (3-5-2): პადელი; მაკსიმოვიჩი (ბოვო 81) გლიკი, მორეტი; დარმიანი, ფარნერუდი (ელ კადური 66), გაცი, ბენასი, მოლინარო; მარტინესი (მაქსი ლოპესი 58), კვალიარელა
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა
გოლი: 0:1 მორეტი (90)
გაფრთხილება: დ’ამბროზიო (52), იკარდი (79) – გაცი (76), დარმიანი (85)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 10 (2) – 9 (2) ბურთის ფლობა: 64%-36% კუთხურები: 8:5 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: მასიმილიანო ირატი
“იუვენტუსი” – “კიევო” 2:0 (0:0)
ტურინი, “იუვენტუს სთედიუმი”
“იუვენტუსი” (4-3-1-2): ბუფონი; კასერესი, ბონუჩი, კიელინი, ევრა (პადოინი 73); ვიდალი (ლიხშტაინერი 62), მარკიზიო, პოგბა; პერეირა (პეპე 86); ტევესი, მორატა
მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი
“კიევო” (4-4-2): ბიძარი; ფრეი (ბირაგი 44), გამბერინი, დაინელი, ძუკანოვიჩი; სკელოტო, კოფიე, ჰეტემაი, ბირსა; პალოსკი (პელისიერი 76), ბოტა (მეჯორინი 63)
მწვრთნელი: როლანდო მარანი
გოლები: 1:0 პოგბა (60), 2:0 ლიხშტაინერი (74)
გაფრთხილება: ვიდალი (16), მარკიზიო (58) – ძუკანოვიჩი (20), ფრეი (28), დაინელი (45), სკელოტო (45)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 26 (8) – 9 (2) ბურთის ფლობა: 62%-38% კუთხურები: 9:1 გაფრთხილება: 2:4
მსაჯი: დავიდე მასა
“პარმა” – “ჩეზენა” 1:2 (0:1)
პარმა, “ენიო ტარდინი”
“პარმა” (4-3-3): მირანტე; კასანი (რისპოლი 74), პალეტა, კოსტა, გობი; მაური, ლოდი (კასანო 46), ნოჩერინო; ვარელა, პალადინო (გალოპა 63), კ. როდრიგესი
მწვრთნელი: რობერტო დონადონი
“ჩეზენა” (4-3-1-2): ლეალი; კრაინჩი, ლუკინი (ვოლტა 51), რენძეტი, პერიკო; ჯორჯი (კაცოლა 82), კაშონე, პულძეტი; ბრიენცა; დეფრელი (ა. როდრიგესი 63), ჯურიჩი
მწვრთნელი: დომენიკო დი კარლო
გოლები: 0:1 პულძეტი (21), 1:1 კაშონე (76, ა.გ), 1:2 ა. როდრიგესი (90)
გაფრთხილება: პალადინო (45), მაური (65), ვარელა (80), პალეტა (88) – კაშონე (24), რენძეტი (57), კრაინჩი (80)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 18 (2) – 11 (5) ბურთის ფლობა: 52%-48% კუთხურები: 4:4 გაფრთხილება: 4:3
მსაჯი: პაოლო ტალიავენტო
“სამპდორია” – “პალერმო” 1:1 (1:0)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი”
“სამპდორია” (4-3-1-2): ვივიანო; დე სილვესტრი, რომანიოლი, სილვესტრე, რეჯინი; დანკანი (კრსტიჩიჩი 89), პალომბო (რიცო 69), ობიანგი; სორიანო; ედერი, ბერგესიო (ოკაკა 61)
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი
“პალერმო” (3-5-2): სორენტინო; ვიტიელო, გონსალესი, ანდელკოვიჩი; მორგანელა, ბოლცონი (ბელოტი 90), ბარეტო, რიგონი, ლაზაარი (დაპრელა 81); ვასკესი, დიბალა
მწვრთნელი: ჯუზეპე იაკინი
გოლები: 1:0 ედერი (6), 1:1 ვასკესი (49)
გაფრთხილება: ობიანგი (60), სორიანო (73), დე სილვესტრი (76) – გონსალესი (21), ბოლცონი (61), ანდელკოვიჩი (88)
გაძევება: ფულინატი (62, სათადარიგო სკამიდან)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 11 (5) – 14 (7) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 11:9 გაფრთხილება: 3:3 გაძევება: 0:1
მსაჯი: ანჯელო ჩერველერა
“ფიორენტინა” – “რომა 1:1 (1:0)
ფლორენცია, “არტემიო ფრანკი”
“ფიორენტინა” (3-5-2): ტატარუშანუ; ტომოვიჩი, როდრიგესი, ბასანტა; ხოაკინი, მატი ფერნანდესი (კურტიჩი 64), პიზარო, ბროხა ვალერო, პასკუალი (პასკუალი 70); კუადრადო, გომესი (ბაბაკარი 78)
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა
“რომა” (4-3-3): დე სანკტისი; ფლორენცი, იანგა-მბივა, მანოლასი, ჰოლებასი; ნაინგოლანი, დე როსი, სტროტმანი (პიანიჩი 34); იტურბე, ტოტი (დესტრო 79), ლიაიჩი (მაიკონი 87)
მწვრთნელი: რუდი გარსია
გოლები: 1:0 გომესი (19), 1:1 ლიაიჩი (49)
გაფრთხილება: პიზარო (57), კუადრადო (90) - ჰოლებასი (23), იანგა-მბივა (25)
სტატისტიკა – კარისკენ დარტყმები: 16 (3) -14 (6) ბურთის ფლობა: 47%-53% კუთხურები: 6:4 გაფრთხილება: 2:2
მსაჯი: ლუკა ბანტი
ბომბარდირები: კარლოს ტევესი (“იუვენტუსი”) – 13 გოლი, პაულო დიბალა (“პალერმო”) -10, გონსალო იგუაინი (“ნაპოლი”) -10, მაურო იკარდი (“ინტერი”) – 10, ჟერემი მენეზი (“მილანი”) – 10.