ფეხბურთი

23:30 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქართველები მოედანს მიღმა

პორტუგალიის ჩემპიონატში ქართველი შემტევის ავთანდილ ებრალიძის გარეშე მოთამაშე “ჟილ ვისენტემ” გასვლით მატჩში “გიმარაეშთან” ფრედ 2:2 ითამაშა. ებრალიძე კვლავ ტრავმირებულია. იგი კარგა ხანია არ გასულა მოედანზე, მისი გუნდი კი პორტუგალიის პრიმერა ლიგის ბოლო ადგილზეა.

პორტუგალიის სეგუნდა ლიგაში მორიგი ტურის შეხვედრა გამართა გიორგი მაკარიძის “ფეირენსემ.” “გიმარაეშის” სარეზერვო გუნდთან შეხვედრაში ქართველი მეკარე “ფეირენსეს” განაცხადში მოხვდა, თუმცა კვლავ არ უთამაშია, მისი გუნდი კი დამარცხდა (1:2).

0.11888