პსჟ-ს ნახევარმცველი ტიაგო მოტა შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს. Sport Mediaset-ის ცნობით მილანის “ინტერს” 32 წლის ტიაგო მოტას დაბრუნება სურს.
მოტა 2009-2012 წლებში “ინტერში” თამაშობდა, სადაც 55 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა. 2012-წლიდან ტიაგო პარიზელების ღირსებას იცავს. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა საფრანგეთის ლიგა 1-ში 17 მატჩი ჩაატარა და ერთი საგოლე პასით გამოირჩა.