ჩოგბურთი

15:30 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ქვაცაბაიამ ანტალიის ტურნირი მოიგო

ქართველი ჩოგბურთელი სოფო ქვაცაბაია თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის გამარჯვებული გახდა.

ქვაცაბაია მე-5 ნომრად იყო განთესილი და ტიტული ისე დაისაკუთრა, სეტიც კი არ წაუგია. სოფომ ასეთი გზა განვლო: 6:2, 6:1 – თურქმენ პრენკოსთან, 7:6 (7:2), 6:2 – ბრაზილიელ გამარა მარტინსთან, 6:4, 6:4 – სლოვაკ შმიედლოვასთან, 6:3, 6:1 – მე-8 რეიტინგის მქონე იტალიელ სავორეტისთან და 6:2, 6:3 – ფრანგ ბაკესთან.

აღსანიშნავია, რომ ქვაცაბაიას ანტალიაში მე-2 ტიტულის მოგების შანსიც ჰქონდა, თუმცა, წყვილთა შეჯიბრში გაჩემპიონებამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

ქვაცაბაია და ეკატერინე გორგოძე პირველი რეიტინგის მქონე თურქულ-სამხრეთაფრიკულ დუეტთან (სეზერი-სიმონდსი) 4:6, 6:4, 4:10 დამარცხდნენ.

ტუნისურ ელ კანტაუიში დასრულებული 10-ათასიანი ტურნირის წყვილთა შეჯიბრის ნახევარფინალში მე-4 ნომრად განთესილი მარიამ ბოლქვაძე და რუსი ბრიზგალოვა მომავალ ჩემპიონებს – კასკინოს (საფრანგეთი) და შინიკოვას (ბულგარეთი) ვერ გაუმკლავდნენ – 5:7, 6:2, 5:10.

0.11214