ფეხბურთი

13:47 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

როჯერსი ბალოტელის მომზადებით უკმაყოფილოა

“ლივერპულის” მენეჯერმა ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ იტალიის ეროვნული ნაკრების ფორვარდ მარიო ბალოტელის შემადგენლობაში მოსახვედრად უკეთესი მომზადება მართებს.

24 წლის ფეხბურთელი მერსისაიდელებმა ზაფხულში “მილანიდან” 16 მილიონ გირვანქა სტერლინად შეიძინეს, მაგრამ წითლების შემადგენლობაში ინგლისის პრემიერლიგაში ჯერ ერთი გოლიც ვერ გაიტანა, გუშინ კი, ინგლისის თასზე “ბოლტონთან” 0:0 დასრულებულ შეხვედრაში განაცხადშიც ვერ მოხვდა.

“ბალოტელიმ ძალიან კარგად იცის რაცაა საჭირო შემადგენლობაში მოსახვედრად. მე ყოველდღიურად დასკვნები ვარჯიშის საფუძველზე გამომაქვს. მარიო სხვა ფეხბურთელებისგან არაფრით განსხვავდება, მე ყველას მიმართ ერთნაირი მიდგომა მაქვს. ფაბიო ბორინი და რიკი ლამბერტი ვარჯიშებზე დაუღალავად ირჯებიან, გადიან მოედანზე და გუნდისთვის სარგებელი მოაქვთ. ახალგაზრდა ჯორდანო როსიტერი, რომელიც სათადაგიროთა შორის იყო, ასევა თავს იჩენს ვარჯიშებზე და მე ეს აუცილებლად უნდა გავითვალისწინო” - განაცხადა როჯერსმა BBC-ისთან საუბარში.

0.089965