კალათბურთი

11:18 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზაზას 8 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა

ზაზა ფაჩულიას “მილუოკი ბაქსმა” შინ “დეტოიტ პისტონსი” 101:86 დაამარცხა. მატჩში გადამწყვეტი მეორე პერიოდი აღმოჩნდა, რომელშიც “მილუოკმა” 40:21 იმარჯვა.

ფაჩულია სასტარტო 5-ეულში იმყოფებოდა და პარკეტზე 23 წუთი დაჰყო. ზაზამ გუნდს 8 ქულა, 6 პასი და 6 მოხსნა შესძინა. ქართველმა ცენტრმა 10-დან 4 ორქულიანი ჩააგდო. რაც არ უნდა უცნაური იყოს ფაჩულია საჯარიმო ხაზთან არ დამდგარა. ზაზას პარკეტზე ყოფნის დროს “მილუოკმა” მეტოქეზე 24 ქულით მეტი ჩააგდო.

მატჩის საუკეთესო მექულე “მილუოკის” გამთამაშებელი ოჯეი მაიო (20 ქულა) გახლდათ.

ჯეისონ კიდის შეგირდები 22 მოგებით და 21 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მეექვსე ადგილს იკავებენ.

“მილუოკი” – “დეტროიტის” საუკეთესო მომენტები:

https://www.youtube.com/watch?v=IlXOtPvWA0c

0.128335