ლონდონის “არსენალმა” და “ვილიარეალმა” ფეხბურთელები გაცვალეს. გაბრიელ პაულისტა ნისლიან ალბიონზე განაგრძობს კარიერას, ხოლო ხოელ კემპბელი ესპანეთში ითამაშებს. გარიგება ოფიციალურად დაადასტურა “ვილიარეალის” ოფიციალურმა ვებგვერდმა.
არაოფიციალური ინფორმაციის თანახმად, “არსენალს” 24 წლის ბრაზილიელის ტრანსფერი 20 მილიონი ევრო დაუჯდა, ხოლო კემპბელი სეზონის ბოლომდე გაანათხოვრა ესპანურ კლუბში. გაბრიელმა ახალ კლუბთან კონტრაქტი 2019-წლამდე გააფორმა.
პაულისტა “ვილიარეალის” რიგებში 2013 წელს გადავიდა “ვიტორიადან” და ესპანური კლუბის მაისურით 50 შეხვედრა ჩაატარა.
რაც შეეხება კემპბელს, კოსტა-რიკელ ფეხბურთელს არსენ ვენგერი არ ენდობოდა და მოედანზე გასვლა ძალიან იშვიათად უწევდა. მიმდინარე პრემიერლიგაში ხოელმა მხოლოდ 41 წუთი ითამაშა.