ფეხბურთი

2:09 | 25.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

"ნანტის" რბევა, "მონაკოს" გამარჯვება

საფრანგეთის ლიგა 1-ის 22-ე ტური გრძელდება. “პიერ-მურუზე” მასპინძლებმა მინიმალური ანგარიშით წააგეს “ლუი მეორეს” ბინადრებთან. მატჩში ერთადერთი გოლი ვეტერანმა ბულგარელმა დიმიტარ ბერბატოვმა 57-ე წუთზე გაიტანა. გამარჯვებული გუნდი 39 ქულით მეხუთე ადგილზე იმყოფება.

“ბორდომ” “ბასტია” ვერ აიღო. “არმანდ სეზარიზე” გამართული შეხვედრა გოლის გარეშე დასრულდა. სანიოლის ფეხბურთელები მეშვიდე პოზიციაზე იმყოფებიან და ევროზონაში მოხვედრა გაუჭირდებათ, არადა ჟირონდელებმა სეზონი კარგად დაიწყეს, მაგრამ პირველი ადგილიდან დროდადრო ქვევით და ქვევით დაეშვნენ.

“გენგამისა” და “ლორიენის” შეხვედრაში ხუთი გოლი გავიდა. მასპინძელთა გამარჯვება დიდწილად ბივუს თამაშმა განაპირობა. ისიც უნდა ითქვას, რომ სტუმრებმა მხოლოდ ერთი გოლი გაიტანეს, რადგან გენგამელმა ლევექუმ გოლი საკუთარ კარში გაიტანა.

“მონპელიემ” ოთხი უპასუხო გოლი “ნანტის” კარში გაიტანა. გოლები ლასნეს, ბერიგუდის, მუნიესა და ბარიოსის ანგარიშზეა. საფრანგეთის ჩემპიონატში “მონპელიემ” ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო, ხოლო “ნანტმა” ზედიზედ მესამე მატჩი დათმო.

ლილი – მონაკო 0:1 (0:0)

ვილენუვე, “პიერ-მურუ”

ლილი: ენიამა, როზენჰალი, ბასა, ბერია (კორჩია 41), სიდიბე, ბალმონტი, მავუბა, დელაპლასე (მარკოს ლოპესი 55), ტრაორე, რუქსი (რუფალი 70), კუბემბა

მთავარი მწვრთნელი: ჟირარი

მონაკო: სუბასიჩი, რაჯი, ეჩიეჟილე, ფაბინიო, ვალასე, ტულალანი, დირარი (დიალო 87), მოუტინიო, კარასკო (ოკამპოსი 90), სილვა, ბერბატოვი (მარტიალი 82)

მთავარი მწვრთნელი: ჟარდიმი

გოლი: 0:1 ბერბატოვი (57)

მთავარი მსაჯი: ფრედი ფუტრელი

გაფრთხილება: დელაპლასე (51), ლოპესი (57), ფერეირა (71), ტულალანი (75)

ბასტია – ბორდო 0:0

ფურიანი, “არმანდ სეზარი”

ბასტია: ლეკა, მარანჟე, მოდესტო, სკილაჩი, პალმიერი, კონი, ჟილე, კაჰუზაკი, ბუდებუზი, კეიტა (ონგენდა 60), კონე (პეიბერნსი 77)

მთავარი მწვრთნელი: პრინტანტი

ბორდო: კარასო, პლანუსი (როლანი 75), მარიანო, კონტენტო, პალოისი, იამბერე, პლასილი, მაურის-ბელაი (კრიველი 80), სერტიჩი, ტელინი, ტურე

მთავარი მწვრთნელი: სანიოლი

მთავარი მსაჯი: საიდ ენჟიმი

გაფრთხილება: ლეკა (44), ტელინი (44), კაჰუზაკი (54), კაჰუზაკი (61), კონტენტო (86)

გაძევება: კაჰუზაკი (61)

გენგამი – ლორიენი 3:2

გენგამი, “სტად დე რუდურუ”

გენგამი: ლოსლი, იაკობსენი, სორბონი, კერბრატი, ლევექუ, დიალო, სანჰარე, ჟირესი (ანგუა 73), ბივუ, პაიე, მანდანე (დოს სანტოსი 84)

მთავარი მწვრთნელი: გურვენეკი

ლორიენი: ლეკომტე, პედრინიო, კონე, ლე გოფი, ლაუტოა, გერეირო (ბართელმე 58), მოსტეფა (აბდულაჰი 46), მესლუბი, უტრეტი (ლავინე 73), ბრუნო, ჟენო

მთავარი მწვრთნელი: რიპოლი

გოლები: 1:0 ბივუ (19), 2:0 მანდანე (69), 2:1 ჟენო (თერთმეტმეტრიანი 72), 3:1 ბივუ (თერთმეტმეტრიანი 76), 3:2 ლევექუ (ავტოგოლი 90+2)

მთავარი მსაჯი: ტონი შაპრონი

გაფრთხილება: დიალო (26), სანჰარე (27), პაიე (46), ლაუტოა (54), სანჰარე (79)

გაძევება: სანჰარე (79)

მონპელიე – ნანტი 4:0 (1:0)

მონპელიე, “სტად მოსონი”

მონპელიე: ჟურდრენი, კონგრე, ჰილტონი, ელ კუტარი, ლასნე (მარვუა 58), დაბო, მარტინი, სანსონი, ბარიოსი, მუნიე (კამარა 80), ბერიგუდი (დეპლანე 72)

მთავარი მწვრთნელი: კურბისი

ნანტი: რიუ, ვეინაუ (ალჰადური 73), ვიზკარონდო, სისოკო, ჯიჯი, აუდელი, გომისი (ნ’კუდუ 73), ბესატი (გაკპე 77), დუქსი, ვერეტუი, ბამუ

მთავარი მწვრთნელი: დერ ზაქარიანი

გოლები: 1:0 ლასნე (8), 2:0 ბერიგუდი (56), 3:0 მუნიე (77), 4:0 ბარიოსი (81)

მთავარი მსაჯი: კლემენტ ტურპინი

გაფრთხილება: ჯიჯი (47), ვერეტუტი (90+3)

0.148732