ფეხბურთი

22:30 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რაიო ვალეკანოს” კორეას დამატება სურს

მადრიდულ “რაიო ვალეკანოს” არგენტინელი შემტევის ანხელ კორეას სეზონის ბოლომდე იჯარით აყვანა სურს – იუწყება ცნობილი ესპანური გამოცემა AS-ი.

19 წლის ფეხბურთელს გულთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა და ხანგრძლივი მკურნალობა მოუწია. არგენტინელი მოედანს ახლა უბრუნდება და “ატლეტიკოში” არსებული კონკურენციიდან გამომდინარე, შემადგენლობაში მოხვედრა ძალიან გაუჭირდება. ამიტომაც, “რაიო ვალეკანოს” ვარიანტი ყველა მხარისთვის მისაღები უნდა იყოს.

შეგახსენებთ, რომ კორეა “ატლეტიკომ” გასულ ზაფხულს დაიმატა “სან ლორენცოდან”.

0.109054