ფეხბურთი

13:45 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“კემბრიჯის” მწვრთნელი: “ფრემ გამარჯვებაზე მეტად გამახარა”

ინგლისის რანგით მეოთხე ლიგის გუნდმა “კემბრიჯ იუნაიტედმა”, ინგლისის თასის მეოთხე რაუნდის მატჩი “მანჩესტერ იუნაიტედთან” საკუთარ მოედანზე ფრედ 0:0 დაასრულა და ახლა განმეორებით შეხვედრას “ოლდ ტრაფორდზე” გამართავს.

ასეთი შედეგის შემდეგ, “კემბრიჯის” მთავარი მწვრთნელით, რიჩარდ მანით თვით The Guardian-ი დაინტერესდა. 59 წლის სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ის მატჩის ფრედ დასრულებამ უფრო გაახარა, ვიდრე მოგება გაახარებდა, რადგან ასეთ შემთხვევაში “მანჩესტერთან” “ოლდ ტრაფორდზე” თამაშის შანსს დაკარგავდა.

“სიტყვების შერჩევა ძალიან მიჭირს. ჩვენი კლუბი მრავალი წლის განმავლობაში ფსკერზე იყო, ახლა კი, “მანჩესტერ იუნაიტედთან” “ოლდ ტრაფორდზე” განმეორებითი მატჩის გამართვის უფლება მოვიპოვეთ. ეს მიღწევა სრული შოკია. დარწმუნებული ვარ, პრეზიდენტს ასე ძლიერ გაუხარდებოდა, მეორე ტაიმში გოლი რომ გაგვეტანა. “ოლდ ტრაფორდზე” მივდივართ დ არავის ანაღვლებს რა იქნება ამის შემდეგ? უნდა ვისიამოვნოთ და მერე რაც იქნება, ის იქნება” - განაცხადა ეიფორიაში მყოფმა მანმა.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.098482