“მანჩესტერ იუნაიტედის” მთავარი მწვრთნელი ლუის ვან გაალი ინგლისის თასზე ლიგა 2-ის (რანგით მეოთხე დივიზიონი) წარმომადგენელ “კემბრიჯთან” უგოლოდ ნათამაშებ ფრეს მოედნის საფარსა და მთავარ მსაჯს აბრალებს.
“ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ იყო. ჩამოვედით და ვნახეთ იდეალურისგან ძალიან შორს მდგომი მოედანი, რომელიც აისახება ტექნიკურად მოქმედ გუნდზე. მოწინააღმდეგეები ჩვენთან მუდამ უფრო მეტად იხარჯებიან, ვიდრე ჩვეულებრივ, დაცვა კი, ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე შეტევა. ამასთან, ალბათ ყველამ დაინახეთ მსაჯის მოქმედება. მსგავს მატჩებში სადაც არ უნდა მივიღო მონაწილეობა, მათ შორის სხვა კლუბებთან ერთად, ყველგან ერთი და იგივე ხდება. მაგრამ პატივი უნდა მივაგო მოწინააღმდეგესაც. “კემბრიჯ იუნაიტედმა” ძალიან კარგად ითამაშა, გუნდი ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული და ბოლომდე იბრძოლა. შეგვეძლო გატანა, მაგრამ რაც მთავარია, თასისთვის ბრძოლას ვაგრძელებთ. მე მინახავს დიდი გუნდები როგორ აგებენ მსგავს მოწინააღმდეგეებთან" - განაცხადა ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.