ფეხბურთი

12:27 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“გენკი” ევროთასების ზონას მიუახლოვდა (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგაში თორნიკე ოქრიაშვილის და ლუკა ზარანდიას “გენკმა” “კრისტალ არენაზე” “მუსკრონი” მიიღო და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ქართველ ფეხბურთელთაგან ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ ოქრიაშვილი მოხვდა, ხოლო ალექს მაკლიშის გადაწყვეტილებით ზარანდია 18-კაციან განაცხადის მიღმა აღმოჩნდა.

საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევმა მოედანზე 84 წუთი გაატარა და შემდეგ მის ნაცვლად ახალგაზრდა 19 წლის ბელგიელი პიტერ გერკენსი შევიდა. ამ დროს გენკელები უკვე 2:0 იგებდნენ.

42-ე წუთზე შრივერსმა “გენკი” დააწინაურა, ხოლო დე კაულაერმა მასპინძლების უპირატესობა 68-ე წუთზე გაზარდა და როგორც შემდგომში გაირკვა მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ქართველთა “გენკმა” ამ მატჩის მოგებით ქულათა მარაგი 36-მდე გაზარდა, მეხუთე ადგილზე გადაინაცვლა და ევროსაგზურისთვის იბრძვის. გენკელები ეროვნულ ჩემპიონატში მომდევნო მატჩს სტუმრად “შარლელუას” წინააღმდეგ 31 იანვარს ჩაატარებენ.

0.125306