ფეხბურთი

11:54 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

დე როსის კარიერის დასრულება “ბოკა ხუნიორსში” სურს

ფეხბურთი – ჩემპიონატები – იტალია – სერია ა – ნიუსი – ინტერმედია

იტალიის ეროვნული ნაკრების და “რომას” ნახევარმცველი დანიელე დე როსი კარიერის დასრულებაზე ალაპარაკდა. 31 წლის ფეხბურთელს აქტიური ფეხბურთიდან წასვლა არგენტინულ კლუბ “ბოკა ხუნიორსიდან” სურს. დე როსისთვის “ბოკა” ბავშვობის საყვარელი გუნდია.

“ვისურვებდი კარიერა იტალიის ფარგლებს გარეთ დავასრულო. მაგალითად, “ბოკა ხუნიორსი”, რომელიც ჩემთვის ბავშობისდროინდელი ფავორიტი გუნდია. მოხარული ვიქნები თუ “რივერ პლეიტის” წინააღმდეგ ვითამაშებ.” – განაცხადა დე როსიმ.

“რომას” ნახევარმცველი მთავარი გუნდის ღირსებას 2001 წლიდან იცავს. იტალიელმა “მგლების” მაისურით ჩატარებულ 465 შეხვედრაში 50 გოლი გაიტანა და წლების განმავლობაში ბევრი ევროპული გრანდიც ეპატიჟებოდა, მაგრამ დე როსი კლუბის ერთგული დარჩა. ფეხბურთელს “რომასთან” კონტრაქტი 2017 წლის ივლისამდე აკავშირებს და ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროს 34 წლის იქნება.

0.115542