ფეხბურთი

11:16 | 24.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: სილვა “რეალთან” კონტრაქტს 2020 წლის ივლისამდე გააფორმებს

ბრაზილიის ასაკობრივი ნაკებების და აწ უკვე “კრუზეიროს” ყოფილი საყრდენი ნახევარმცველი ლუკას სილვა კარიერას მადრიდის “რეალში” გააგრძელებს. როგორც “სამეფო კლუბის” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი მადრიდელებთან კონტრაქტს 2020 წლის ივლისამდე გააფორმებს.

ფეხბურთელის წარდგენა 26 იანვარს “სანტიაგო ბერნაბეუს” საპრესკონფერენციო დარბაზში ესპანეთის დროით 13 საათზე მოხდება.

“რეალის” ოფიციალურ განცხადებაში არაა ნათქვამი თუ რამდენი გადაიხადა კლუბმა ფეხბურთელის სანაცვლოდ. ესპანურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, ბრაზილიელები ესპანელებისგან 14 მილიონ ევროს მიიღებენ.

21 წლის ლუკას სილვა ბორხესი “კრუზეიროს” ღირსებას სამი სეზონის განმავლობაში იცავდა და ორჯერ (2013,2014) ბრაზილიის ჩემპიონი გახდა. 2014 წელს კი სერია A-ს საუკეთესო დაცვით ნახევარმცველად აღიარეს.

0.128212