მარტვილის ”მერანმა” ხანგრძლივი პაუზის შემდეგ პირველი საშინაო მატჩი ჩაატარა. განახლებულ სტადიონზე მარტვილელებმა ფოთის “კოლხეთს” უმასპინძლეს. მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრა ამხანაგური იყო, მატჩზე დასასწრებად ბევრი ადგილობრივი გულშემატკივარი მივიდა, რაც სასიამოვნო ფაქტია და წინაპირობა იმისა, რომ ჩემპიონატის თამაშებზე მარტვილის არენაზე ანშლაგი იქნება.
“მერანის” უცხოელმა სპეციალისტმა ვლადიმირ ლობასმა ტაიმებში 2 განსხვავებული შემადგენლობა ათამაშა. Aასევე საშუალება მისცა თავიანთი შესაძლებლობა გამოეყენებინათ სინჯებზე მყოფ ფეხბურთელებს, რომელთაგან ყველაზე გამოსარჩევი ფიგურა მაინც უკრაინელი ლეგიონერი: ევგენი კუშნირი იყო, რომლის გრძელი გადაცემები ყველა ზუსტი გამოვიდა. უკრაინელმა ორჯერ დათა ციცხვაია გაიყვანა მეკარესთან პირისპირ და მასპინძელთაგან აქტიური იყო.
რაც შეეხება ინაშვილის გუნდს, “კოლხეთის” დამრიგებელმა დღევანდელ შეხვედრაში ის ფეხბურთელებიც დატვირთა, რომლებსაც წინა ამხანაგურ შეხვედრაში “ზუგდიდთან” მონაწილეობა არ მიუღიათ.
შეხვედრა მშვიდ ვითარებაში, გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. ორივე გუნდი ფეხბურთელებს ჰქონდათ ანგარიში გახსნის რეალური მომენტები, თუმცა ამათგან მხოლოდ ბეჩიხიას დარტყმა აღმოჩნდა ზუსტი. 69-ე წუთზე ფოთელთა მერვე ნომერმა საჯარიმოს მისადგომებიდან ეფექტურად დაარტყა, ბეგაშვილმა ნახტომში კი წაჰკრა ხელი ბურთს, მაგრამ გუნდის გადარჩენა ვერ შეძლო 0:1.
მანამდე კი კარგი შანსი ვერ გამოიყვანა მერანელთა თავდამსხმელმა დათა ციცხვაიამ, როცა ახლო მანძილიდან ბურთს თავური დარტყმით კარში გზავნიდა. გოლის გატანა მართებდა ასევე ნიკა სიჭინავას, როდესაც მამალაძემ უხერხულად მოიგერია ბურთი, სიჭინავამ კი ახლო მანძილიდან ვერ მოახერხა ეპიზოდის სათანადოდ დაგვირგვინება.
გაშვებული გოლის შემდეგ მერანელები მეტი მონდომებით ათამაშდნენ და შეცვლაზე შესულ პაჭკორიას მეტად რომ გამართლებოდა საჯარიმო დარტყმის შესრულებისას, გოლი გარდაუვალი იქნებოდა, მაგრამ ბურთი კარის ზედა ძელს მოხვდა და ხიფათიც განიმუხტა.
მთლიანობაში განახლებულმა ორივე გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა. კარგია, რომ “მერანი” სწორ გზაზე დგას და ბევრი სასიკეთო კეთდება გუნდისთვის (სტადიონი, სასტუმრო, სხვა პირობები), რასაც ვერ ვიტყვით ფოთის “კოლხეთზე”. სამწუხაროა ასეთი დიდი ისტორიის გუნდს ყველაზე მცირე ბიუჯეტი აქვს, საკუთარი სტადიონი არ აქვს და ენთუზიაზმით და მომავლის იმედად უწევთ გუნდის მთავარ მწვრთნელს და კლუბის ხელმძღვანელობას მუშაობა.
ორივე გუნდი თვის ბოლომდე საქართველოში მოემზადება, შემდეგ კი თურქეთში გაემგზავრებიან და იქ გაივლიან შეკრებას.
მერანი (მარტვილი) – კოლხეთი (ფოთი) 0:1 (0:0)
“მერანი”: მამალაძე, მელიავა, ორბელაძე, ლომაშვილი, გეგია, ფონიავა, ფაილოძე, კუშნირი, წურწუმია, გეგეჭკორი, ციცხვაია.
მეორე ნახევარში შევიდნენ: ბეგაშვილი, კიკნაველიძე, ე. ქაჯაია, ჯღამაია (წოწონავა), ი. ციცხვაია, ქიქავა, შულაია, მარგველაშვილი, პაჭკორია, მ. ქაჯაია, ლომია.
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ლობასი
“კოლხეთი”: სეფიაშვილი, კილასონია, ჩაკვეტაძე, ჩადუნელი (გვალია), ლემონჯავა, გურეშიძე (ბეჩეხია), ამბროლაძე (ბარამიძე), გოგონაია, გიგაური, ჯიქია, ნ. სიჭინავა (გუგუშვილი).
მთავარი მწვრთნელი: ზაზა ინაშვილი
გოლი: ბეჩეხია (69)