ფეხბურთი

18:06 | 23.01.2015 | ნანახია 1542 - ჯერ

ლავეცი პარიზში აღარ მოსწონთ

იტალიური მედიის ინფორმაციით, ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” მთავარმა მწვრთნელმა ლორან ბლანმა გუნდის ხელმძღვანელობას ეზეკიელ ლავეცის მიმდინარე სატრანსფერო პერიდოშივე გაყიდვა სთხოვა. როგორც ჩანს, 1998 წლის მსოფლიოს ჩემპიონსა და არგენტინელ ფეხბურთელს შორის შავმა კატამ გაირბინა. საფრანგეთის ჩემპიონი “ნაპოლის” ყოფილ შემტევს 15 მილიონ ევროდ აფასებს.

ფეხბურთელით დაინტერესებას მილანის “ინტერი” იჩენდა, თუმცა ქსერდან შაქირისა და ლუკას პოდოლსკის ყიდვის შემდეგ ნაკლებ სავარაუდოა “ნერაძური” ლავეცის ტრანსფერს მიუბრუნდეს.

სპორტული მიმომხილველები 29 წლის სამხრეთამერიკელის სახელს ამჯერად ტურინის “იუვენტუსს”, “მილანს”, “ნაპოლისა” და ინგლისურ “ლივერპულს” უკავშირებენ.

მიმდინარე სეზონში ლავეციმ ლიგა 1-ში ჩატარებულ 14 შეხვედრაში მხოლოდ 2 გოლის გატანა მოახერხა.


კომენტარები (5)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:30 | 23.01.2015
Irakli Pirvelashvili (604)

ნორმალური ფეხბურთელი იტალიაში არ უნდა წავიდეს

19:07 | 23.01.2015
drogba_<3 inter (23926)

მილანი რას აკეთებს საერთოდ ეს მაინც იყიდონ მაგ ფარჩაკებმა

18:54 | 23.01.2015
xavi1987 (4225)

:fan:

18:17 | 23.01.2015
chamilo (33560)

15 ლიმონად თუ იყიდება,კლოპ მიაქციე ყურადღება 2-3 წელი გამოგადგება

18:11 | 23.01.2015
CR7NOLE (15561)

დაუბრუნდი გასაცოდავებულ ნაპოლს

18:49 | 23.01.2015
xavi1987 (4225)

შენი აზრით ნაპოლი ცუდ დღეშია?

0.132449