25 იანვარს, ჯ.ცერცვაძის სახელობის ხელბურთის აკადემიაში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თასის გათამაშება აიღებს სტარტს. თასზე ოქროს ლიგის რვა გუნდი და ვერცხლის ლიგაში 7 ტურის შემდეგ საუკეთესო რვა გუნდი ითამაშებს. 21 იანვარს სასტუმრო ჰოლიდეი ინში გამართულ წილისყრაზე გაირკვა ის წყვილები, რომლებიც ერთმანეთთან 1/8 ფინალში ითამაშებენ.
ორ 1/8 ფინალში ერთმანეთის პირისპირ სხვადასხვა ლიგის გუნდები წარსდგებიან. ოქროს ლიგის ერთ-ერთ ფავორიტი, GM ჭიათურა, ვერცხლის ლიგის ერთ-ერთ გამორჩეულ გუნდს GWP-ის დაუპირისპირდება. საინტერესო “ოქრო-ვერცხლის” დუელია ასევე მოსალოდნელი ერისთავსა და სნიკერსს შორის. სხვა შეხვედრებიდან გამოსარჩევია საბანკო დერბი, რომელშიც ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, საქართველოს ბანკი და ვითიბი ბანკი დაუპირისპირდებიან.
სათასო პლეიოფი ერთ რაუნდიანი, შესაბამისად 1/4 ფინალისტთა ვინაობა კვირასვე გაირკვევა.
25.01.2015. თასი. 1/8 ფინალი
12:00 ნატახტარი - პრივატ ბანკი
13:00 ევროპაბეთი - ბორჯომი
14:00 GWP – GM ჭიათურა
15:00 სნიკერსი - ერისთავი
16:00 BP GEORGIA - ბანკი რესპუბლიკა
17:00 პროკრედიტ ბანკი - საქრუსენერგო
18:00 ვითიბი ბანკი - საქართველოს ბანკი
19:00 ტატიშვილი - კრედო
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის გენერალური პარტნიორია „ვითიბი ბანკი“. ჩემპიონატის სპონსორია სპორტული ფეხსაცმლის ამერიკული ბრენდი „სკეჩერსი“. ჩემპიონატის ტექნიკური პარტნიორია, ესპანური სპორტული ბრენდი JOMA.
ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“, იურიდიული ჯგუფი „ერისთავი და პარტნიორები“, სასტუმრო „ჰოლიდეი ინი“, Apple City, N.Geo.N, „მედი ქლაბ ჯორჯია“, NS STUDIO, Cleaning Service Group, დაცვის სამსახური „ომეგა“, თაფლი „მეფუტკრე“, ყვავილების მაღაზია „flowers.ge” და მუსიკალური მაღაზია „GURU music”
რაც შეეხება მედია პარტნიორებს: რადიოები, „იმედი“, „კომერსანტი“, „ჯაკო“, ვებ პორტალები, geosports.ge, sportall.ge, worldsport.ge, goal.ge, fanebi.com, adami.ge, news.ge, myvideo.ge და ყოველკვირეული ჟურნალი „ლელო week”.
სპორტული სააგენტო SBM-ის პრესსამსახური