ფეხბურთი

17:36 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“რომა” მეკარის ყიდვას გეგმავს

“კორიერე დელო სპორტის” ინფორმაციით, იტალიური “რომა” მომავალი სეზონისთვის ახალი მეკარის შეძენას გეგმავს. “რომას” გენერალურ დირექტორ ვალტერ საბატინის უკვე მონიშნული ჰყავს რამდენიმე შესაძლო კანდიდატი.

რომაელები “ტოტენჰემის” ფრანგი კიპერით უგო ლორისით ინტერესდებიან. ფეხბურთელის ფასი 30 მილიონ ევროს აღწევს, თუმცა რომაელები მის ყიდვას 20 მილიონად იმედოვნებენ.

გარდა ლორისისა, “მგლების” ყურადღების ცენტრში კიდევ ორი მეკარე ხვდება. “პარი სენ ჟერმენის” კარის დარაჯი, იტალიელი სალვატორე სირიგუ და ლონდონის “ჩელსის” ვეტერანი მოთამაშე პეტერ ჩეხი. ტრანსფერის განხორციელებას გამოცემა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ვარაუდობს.

ამჟამად, რომაელთა კარს 37 წლის მორგან დე სანკტისი იცავს, რომელმაც მიმდინარე სეზონში რამდენიმე უხეში შეცდომა დაუშვა.

0.114563