გელზენკიხენის “შალკე” მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ფრანგული “მარსელის” ცენტრალური მცველის დორიას გადაბირებას შეეცდება. აღნიშნულ ინფორმაციას ფრანგული გამოცემა La Parisien ავრცელებს.
20 წლის მცველი “მარსელში” გასულ ზაფხულს გადავიდა “კურიტიბადან”, თუმცა “ველოდრომზე” დამკვიდრება ვერ მოახერხა და აქამდე ერთი შეხვედრაც არ ჩაუტარებია. შესაბამისად, “შალკეს” ვარიანტი მისთვის მისაღები უნდა იყოს.
ბრაზილიელ ფეხბურთელს “მარსელთან” მოქმედი ხელშეკრულება 2019-წლამდე აკავშირებს.