ფეხბურთი

16:38 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

“ჰალი” ლენონისთვის შეთავაზებას ამზადებს

ინგლისის პრემიერლიგის გასავარდნი ზონის სიახლოვეს მყოფი “ჰალ სიტი” გაძლიერებას ლონდონის “ტოტენჰემის” ნახევარმცველ აარონ ლენონით გეგმავს.

The Telegraph-ის მტკიცებით, “ვეფხვების” მთავარი მწვრთნელი სტივ ბრიუსი მზადაა მოთამაშე განათხოვრების წესით აიყვანოს, თუმცა, ლონდონელები ფეხბურთელის მხოლოდ გასხვისებას თანხმდებიან.

გავრცელებული ინფორმაციით, 27 წლის აარონის სატრანსფერო ღირებულება 7 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს და “ჰალს” “სტოკის”, “ქუინზ პარკ რეინჯერსის” და “ევერტონის” კონკურენციის დაძლევა მოუწევს.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 9 მატჩში ლენონმა ორი საგოლე გადაცემა გააკეთა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106682