ჰაცუ ბაშოს მე-13 დღეს ქართველმა სუმოისტმა ტოჩინოშინმა მე-5 გამარჯვება იზეიმა. დასავლეთის პირველი მაეგაშირას წოდების მქონე ქართველმა სეკიტორმა აღმოსავლეთის მე-6 მაეგაშირა ოკინოუმი იორიკირით დაჯაბნა.
შეგახსენებთ, რომ ლევან გორგაძეს უკვე 8 მარცხი აქვს და უარყოფით ბალანსს (მაკე-კოში) ვეღარ გადაურჩება, ამდენად, იმისთვის უნდა იბრძოლოს, რომ წოდებაში ვარდნა რაც შეიძლება მცირე იყოს.
ტოჩინოშინის მომდევნო მოწინააღმდეგე აღმოსავლეთის პირველი მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება.
წარმატებული დღე ჰქონდა რანგით მე-2 დივიზიონ ძურიოში მოასპარეზე თეიმურაზ ჯუღელს იგივე გაგამარუს. მან აღმოსავლეთის მე-10 ნომერი ჩიიოო ცუკიდაშით დაამარცხა და 3 წაგების ფონზე მე-10 გამარჯვება იზეიმა.
ქართველი გოლიათი, რომელიც დასავლეთის მე-2 ნომრის წოდებით ირჯება, ძურიოში მხოლოდ აღმოსავლეთის მე-3 ნომერ კიტატაიკის (12-2) ჩამორჩება. ჰაცუ ბაშოს ბოლოსწინა დღეს გაგამარუ აღმოსავლეთის მე-9 ნომერ სეიროს გაეჯიბრება.
ისიც ვთქვათ, რომ “იმპერატორის თასი” ვადაზე ადრე გაინაღდა მონღოლმა იოკოძუნა ჰაკუჰომ, რომელმაც მიჯრით მე-13 გამარჯვება ოძეკი კისენოსატოსთან იზიემა და ამ უკანასკნელს და ასევე დამარცხებულ იოკოძუნა ჰარუმაფუჯის, ბაშოს დასრულებამდე 2 დღით ადრე, სამ-სამი მოგებით გაუსწრო.
ჰაცუ ბაშოს მე-13 დღის მიმოხილვა. ტოჩინოშინის ორთაბრძოლა 6:09-დან
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
რაოო ? ესაა дემოკრატია дა სიტყვის თავისუფლება ?
მოვიдა ტრამპი дა მოგვენატრება ეხლა მამათი... DDDDDDDDDD
""არასპრავედლივად"" შეაგინაო რა DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD
აბაა DDDDDDDD
სპრავეдლივაд მარტო მჯგირი იგინება. პროსტა ჩვენ ვერ ვუგებთ "ღრუზინები" DDDDDDDDD
არა "ღრუზინი" ეგაა, ჩვენ მაგისთვის ჯორჯლანდიელები ვიქნებით DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD