დონეცკის “შახტარის” ბრაზილიელმა შემტევმა ნახევარმცველმა დუგლას კოსტამ შესაძლოა, კარიერა “სტემფორდ ბრიჯზე” გააგრძელოს.
Globoesporte.com-თან საუბარში 24 წლის ბრაზილიელმა აღიარა, ლონდონელებმა უკრაინულ კლუბს წინადადებით უკვე მიმართეს, თუმცა, “შახტარმა” ინგლისელები უარით გაისტუმრა.
“შახტარში” უკვე ხუთი წელიწადი გავატარე. ვფიქრობ, ჯერ კიდევ მაქვს იმის დრო, რომ უფრო მაღალ დონეზე ვითამაშო. ეჭვგარეშეა, რომ “ჩელსიში” გადასვლა ჩემი ოცნების ახდენის ტოლფასი იქნება. ესაა უნიკალური შანსი და მოლაპარაკებების წარმოებას აუცილებლად ვეცდებით” - განაცხადა დუგლას კოსტამ.
L'Equipe-ს ცნობით, “ლურჯები” უკრაინულ გრანდს ფეხბურთელის სანაცვლოდ 21 მილიონ ევროს სთავაზობდნენ. ბრაზილიელს “შახტართან” მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ზაფხულამდე აკავშირებს.