სხვა

14:06 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ზამთრის ფესტივალზე საქართველო ოთხი სპორტსმენით წარსდგება

25-30 იანვარს ავსტრია-ლიხტენშტეინში ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გაიმართება, სადაც 47 ქვეყნის 1300-ზე მეტი სპორტსმენი შეიკრიბება. მათ შორის 4 ქართველიც იქნება: ბესარიონ ჯაფარიძე და გიორგი კურტანიძე (სამთო სათხილამურო სპორტი), ლუკა რურუა (სნოუბორდი), ირაკლი მაისურაძე (ფიგურული ციგურაობა).

ზემოთაღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს ოლიმპიურ კომიტეტში პრესკონფერენცია გაიმართა. სადაც საქართველოს ოლიმპური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა ფესტივალის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ახალგაზრდა სპორტსმენებს წარმატება უსურვა.

ლერი ხაბელოვი (საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი):“ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება ტარდება ავსტრია-ლიხტენშტეინში. 47 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. სპორტსმენები კარგად არიან მომზადებულები. ჩვენ ბიჭებს წარმატებებს ვუსურვებ”.

მამუკა ხაბარელი (საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ვიცეპრეზიდენტი): “2 წლის წინაც ანალოგიურ ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. ეს ტურნირი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ახალგაზრდებისთვის. საკმაოდ სერიოზული ტურნირია, 1300-ზე მეტი სპორტსმენი იღებს მონაწილეობას. ზამთრის ახალგაზრდულ ფესტივალზე სულ ერთი მედალი გვაქვს 1997 წელს მოპოვებული და ეს შედეგი უნდა გავაუმჯობესოთ.

“გიორგი კურტანიძე” (სამთო მოთხილამურე): “ყველაფერს გავაკეთებ, რომ კარგ შედეგს მივაღწიო. საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული. ჩემ ქვეყანას მინდა წარმატება მოვუტანო”.

საქართველოს მედროშე სამთო მოთხილამურე გიორგი კურტანიძე იქნება. ავსტრიის რეგიონ ვოლარბეგში საქართველოს დელეგაციას სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი უხელმძღვანელებს.

0.115762