ფეხბურთი

13:21 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

მონკს კეროლის გამოსყიდვა უნდა

ინგლისის პრემიერლიგაში მოასპარეზე უელსური კლუბ “სუონსის” მთავარ მწვრთნელ გარი მონკს, ლონდონის “ტოტენჰემის” საკუთრებაში მყოფი და მის გუნდში განათხოვრების წესით მოთამაშე ნახევარმცველ ტომი კეროლის გამოსყიდვა უნდა.

“ამ საკითხთან დაკავშირებით ჯერაც არ გვიმსჯელია, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ სურვილი არ გვაქვს. ტომი წარმატებით გამოდის “ლიბერთი სტედიუმზე”. ის ახალგაზრდაა და უდიდესი პოტენციალი აქვს. ვფიქრობ, ჩვენი კლუბი “ტოტენჰემთან” მოლაპარაკებას სეზონის მიწურულს დაიწყებს” - განაცხადა ინგლისელმა სპეციალისტმა.

ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 22 წლის კეროლმა “სუონსის” მაისურით 11 მატჩში მიიღო მონაწილეობა. მას განათხოვრებას ვადა 2015 წლის ზაფხულში ეწურება, რის შემდეგაც წესით ლონდონურ კლუბს უნდა დაუბრუნდეს.

0.119136