კალათბურთი

12:03 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ტელეტოვიჩმა “კლიპერსთან” მატჩი ვერ დაასრულა

“ბრუკლინ ნეთსის” ფორვარდმა მირზა ტელეტოვიჩმა “ლოს ანჟელეს კლიპერსთან” მატჩი სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემების გამო ვერ დაასრულა.

ESPN New York-ის ცნობით, მე-2 მეოთხედის მიწურულს ბოსნიელმა კალათბურთელმა მოედანი კლუბის ერთ-ერთი თანამშრომლის დახმარებით დატოვა, შემდეგ კი ადგილობრივ საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი. მირზას ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ცნობები არ ვრცელდება.

“მან უბრალოდ მითხრა, რომ თავს ცუდად გრძნობდა. ვკითხე, გაციებული ხომ არ იყო, რაზეც უარყოფითი პასუხი მივიღე. იმედი მაქვს, უახლოეს პერიოდში მეტყვიან, რა მოხდა”, - განაცხადა ბრუკლინელთა დამრიგებელმა ლაიონელ ჰოლინზმა.

ისიც ვთქვათ, რომ გასულ მატჩში “ნეთსი” 84:123 განადგურდა.

0.107664