ქართველი ჩოგბურთელი სოფო შაფათავა ფლორიდულ დეიტონა ბიჩში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირს გამოეთიშა, რომლის საპრიზო ფონდიც 25 ათასი დოლარია.
ერთეულთა მერვედფინალში მე-5 ნომრად განთესილი შაფათავა ბრაზილიელ პაულა კრისტინა გონსალვეშს დაუპირისპირდა და მართალია, პირველ სეტში მეტოქე 6:0 გაანადგურა, საბოლოო ჯამში, 6:0, 2:6, 2:6 წააგო.
წყვილთა შეჯიბრის მეოთხედფინალში შაფათავა და უნგრელი რეკა-ლუკა იანი მე-4 რეიტინგის მქონე ბელგიელ მერტენსთან და ჰოლანდიელ რუსთან 3:6, 2:6 დამარცხდნენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია