ქართველი ჩოგბურთელი მარიამ ბოლქვაძე ტუნისურ ელ კანტაუიში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ერთეულთა შეჯიბრს გამოეთიშა, წყვილებში კი წარმატებულად თამაშობს.
მეოთხედფინალურ შეხვედრაში მე-4 ნომრად განთესილი ბოლქვაძე და რუსი ბრიზგალოვა იტალიელებს – დენტონის და მარკეტის გაეჯიბრნენ და 6:3, 6:4 მოიგეს.
ნახევარფინალში ჩვენთვის საინტერესო წყვილი პირველი განთესვის მქონე ფრანგულ-ბულგარულ დუეტს (კასკინო-შინიკოვა) დაუპირისპირდება.