ფეხბურთი

1:27 | 23.01.2015 | ნანახია NaN - ჯერ

მერებაშვილმა გაიტანა, ლორიამ კარი “მშრალად” შეინახა

ბერძნული ოფი-ს ქართველ ლეგიონერებს კლუბისადმი გარკვეული ფინანსური პრეტენზიები კი გააჩნიათ, თუმცა, თასის მერვედფინალის პირველ მატჩში კრეტელთა მაისური მაინც მოირგეს და გუნდს დიდი სარგებელიც მოუტანეს.

ოფი-მ სტუმრად “პანთრაკიკოსი” 4:0 გაანადგურა და განმეორებით მატჩს, რომელსაც შინ 27 იანვარს ჩაატარებს, ინტერესი დაუკარგა.

გასულ შეხვედრაში ქართველები სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა და კარი “მშრალადაც” შეინახა, გიორგი მერებაშვილი კი 75-ე წუთზე შეცვალეს, თუმცა, მანამდე გოლის გატანა მოახერხა.

მერებაშვილმა მასპინძელთა კარი 28-ე წუთზე დალაშქრა და ანგარიში 2:0 გახადა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:22 | 19.11.2017
sabonis (9584)

ეხ გიო დარჩენილიყავი მაგ ანდორაში ნაკრებსაც გამოადგებოდი და და როგორც გამოჩნდა არც შენ ახალ გუნდს ჩამოუვარდება ძველი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064108