კალათბურთი

1:15 | 23.01.2015 | ნანახია [] - ჯერ

ფაჩულიას თანაგუნდელი ჩატენვების კონკურსზე

13-15 თებერვალს ბრუკლინში დაგეგმილ ყველა ვარსკვლავთა მატჩის კვირეულის ფარგლებში ჩატენვების კონკურსიც ჩატარდება, რომელსაც 4 მონაწილე ეყოლება.

Yahoo! Sports-ის ცნობით, აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილეობას “მილუოკი ბაქსში” ზაზა ფაჩულიას თანაგუნდელი იანის ანტეტოკოუნმპო, მეისონ პლამლი (“ბრუკლინი”), ვიკტორ ოლადიპო (“ორლანდო”) და ზაკ ლავინი (“მინესოტა”) მიიღებენ.

ისიც ვთქვათ, რომ “ოლ სტარზე” ახლებური სისტემით ჩატარდება ლიგის დებიუტანტთა და მეორეწლიანთა მატჩი. ამჯერად, აშშ-ს წარმომადგენელი დებიუტანტები და მეორეწლიანები დანარჩენი მსოფლიოს კოლეგებს გაეჯიბრებიან.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104413