თურქეთის ქალაქ ანტალიაში მიმდინარე 10-ათასიან ტურნირზე ქართველმა ჩოგბურთელმა სოფო ქვაცაბაიამ მე-2 რაუნდიც დასძლია.
მე-5 ნომრად განთესილმა ქვაცაბაიამ ბრაზილიელი ინგრიდ გამარა მარტინსი 7:6 (7:2), 6:2 დაამარცხა და მეოთხედფინალში გააღწია, სადაც სლოვაკ კრისტინა შმიედლოვას გაეჯიბრება.
ცნობისთვის, ამ უკანასკნელმა საწყის წრეში მე-2 რეიტინგის მქონე ეკატერინე გორგოძეს აჯობა, უფრო სწორად, ქართველი ჩოგბურთელი 2:6, 1:2 მარცხდებოდა, როდესაც თამაშის გაგრძელება ვერ მოახერხა.
საბედნიეროდ, გორგოძის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა და მან წყვილთა თამაშის ჩატარება მოახერხა. მე-2 რეიტინგის მქონე ქვაცაბაიამ და გორგოძემ ხსენებულ მარტინსს და ბელგიელ ვანლანგენდონკს 6:2, 6:1 მოუგეს და ნახევარფინალში გააღწიეს.