მანუჩარ მარკოიშვილის ცსკა-ს ევროლიგაზე ვერავინ აჩერებს. მოსკოვურმა გრანდმა პირველ ჯგუფურ ეტაპზე ათივე მატჩი მოიგო, ტოპ-16-ში კი მე-4 შეხვედრაში იმარჯვა.
ცსკა-მ ამჯერად მალაგას “უნიკახას” უმასპინძლა და მეტოქე 101:74 გაანადგურა, ქართველი კალათბურთელი კი მოედანზე 09:02 წუთი გამოჩნდა და 3 ქულა და 2 მოხსნა მოაგროვა.
მარკოიშვილმა ორქულიანი და ტექნიკური საჯარიმო ჩააგდო, ბურთი ერთხელ დაკარგა და 3 პერსონალური ფოლი მიიღო, თანაც მოკლე დროში და ბერძენმა თავკაცმა დიმიტრის იტუდისმა სათამაშო დრო ამადაც შეუზღუდა.
მასპინძელთა რიგებში დიდებული შედეგი ჰქონდა ნანდო დე კოლოს, რომელმაც 7 ორქულიანი, 4 სამქულიანი და 2 საჯარიმო ესროლა და ყველა (!) ჩააგდო. ფრანგი უკანახაზელის საბოლოო მონაგარი 28 ქულა იყო.
გამოსარჩევია სერბი მილოშ ტეოდოსიჩის 13 ქულა და 14 პასიც, დემეტრის ნიკოლსმა და საშა კაუნმა კი 13-13 ქულა ჩააგდეს.
“უნიკახას” შემადგენლობაში ლიტველ მინდაუგას კუზმინსკასთან ერთად, ყველაზე შედეგიანი ქართული პასპორტის მქონე ამერიკელი უილ ტომასი იყო. ამერიკელმა ფორვარდმა 22:26 წუთში 11 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.
ტოპ-16-ის F ჯგუფში ცსკა ერთპიროვნული ლიდერია, თუმცა, ხვალ მისი დაწევა პირეოსის “ოლიმპიაკოსს” შეუძლია, რომელიც თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩას” დაუპირისპირდება. 23 იანვარსვე, ამავე ჯგუფში, ლევან ფაცაციას “ნიჟნი ნოვგოროდი” სტამბულის “ანადოლუ ეფესს” დაუხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
საღოლ დე კოლოს 100% შედეგი 11 ტყორცნიდან ძაან მაგარია თანაც აქედან 4 სამქულიანი და + 2 საჯარიმო
ასე რო ეთმაშა ნბა კი არ გამოუშვებდნენ
დგეს მაკაბის და ეფესის მოგებების ძალიან მჯერა რა
რა უნდოდათ ღრუსეთში ამას და ვიკას.
ნბა შედეგიანობა წამოვიდაააააააააა
ეჰ არადა 39 ნაკლები დავწერე პირველი პერიოდის და მაშინ გაიგიჟეს თავიიიი
მარკოიშვილი იყოს მთავარია ხოდზე და ცსკ დედაც