ფეხბურთი

21:55 | 22.01.2015 | ნანახია 647 - ჯერ

“ზუგდიდი” ამხანაგურ მატჩებს მართავს

“ზუგდიდი” მორიგ ამხანაგურ შეხვედრას ხვალ ბათუმის “დინამოს” წინააღმდეგ გამართავს. როგორც ზუგდიდური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ბესიკ შეროზის გუნდში რამდენიმე ტრავმირებული ფეხბურთელია. შეუძლოდ შოთა ლომია, გიორგი პაჭკორია და ლუკა კობერიძე არიან. გუნდის სხვა წევრები კი სრული დატვირთვით ემზადებიან.

23 იანვარს “ბაიას” ბაზაზე “ზუგდიდისა” და ბათუმის “დინამოს” ამხანაგური მატჩი შედგება.

თურქულ შეკრებაზე წასვლამდე “ზუგდიდი” ბოლო ამხანაგურ მატჩს ხობის “კოლხეთს” წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:26 | 19.06.2015
alejandro (44439)

ვულ ტყუილად,ამას ასენხო სკამს ახეხინებს!

0.074483
647