ფეხბურთი

21:25 | 22.01.2015 | ნანახია 647 - ჯერ

კახა მჟავანაძე ფეხბურთს უბრუნდება

საქართველოს ნაკრების ყოფილი მცველი კახა მჟავანაძე ოთხწლიანი პაუზის შემდეგ ფეხბურთს უბრუნდება. 36 წლის ვეტერანი ქობულეთის “შუქურაში” ითამაშებს. მოსამზადებელ პერიოდში მჟავანაძე უკვე შეუერთდა ქობულეთურ კლუბს. ფეხბურთელი “შუქურას” რიგებში სეზონის ბოლომდე ითამაშებს.

მჟავანაძემ საფეხბურთო კარიერა ბათუმის “დინამოში” დაიწყო, შემდეგ თამაშობდა მოსკოვის “სპარტაკსა” და მახაჭყალის “ანჟიში.” რუსეთის ჩემპიონატის გარდა უკრაინისა და მოლდოვის ჩემპიონატებშიც უასპარეზია. 2009 წელს კიშინიოვის “დაჩია” დატოვა და ბაქოს “ინტერში” განაგრძო კარიერა. 2011 წელს კახა ცხადაძის გუნდი დატოვა და ბოლო დრომდე ფეხბურთს ჩამოშორებული იყო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:26 | 19.06.2015
alejandro (44439)

ვულ ტყუილად,ამას ასენხო სკამს ახეხინებს!

0.081071
647