როგორც metro იუწყება, 18 წლის სერბი დანილო პანტიჩი ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი გახდება, ზაფხულამდე კი “არისტოკრატები” ბალკანელს იჯარის წესით ჰოლანდიის არნემის “ვიტესში” გაანათხოვრებენ.
“ჩელსის” ოფიციალური ვებგვერდი აღნიშნულ ცნობას არ ადასტურებს, თუმცა როგორც metro გვამცნობს, კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია. სატრანსფერო თანხად 1,25 მილიონი გირვანქა სახელდება.
“ვიტესში” თამაში მახარებს. იქ ბევრი ახალგაზრდა ფეხბურთელი თამაშობს, რაც ჩემთვის სასიამოვნოა. იმედი მაქვს, “ვიტესში” თავს კარგად წარმოვაჩენ და ასევე გაგრძელდება “ჩელსიში” თამაშის დროსაც”, - აღნიშნა ფეხბურთელმა ჟურნალისტებთან საუბარში.